რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსული ძალების მიერ ხერსონის ცენტრის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკუდინის განმარტებით, რუსებმა ქალაქის ცენტრში მსუბუქი ავტომობილი დაბომბეს, რის შედეგად მას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობისას მაშველებმა ავტომობილში ორი გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ამასთან, საარტილერიო დარტყმის შედეგად 66 წლის ქალმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

თავდასხმის შედეგად დაშავდა ხერსონის 24 წლის მკვიდრი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს