ვახტანგ გომელაური - ერთი ფაქტი იყო ბათუმში, როცა ნაპირზე გამორიყა ნაღმი და აფეთქდა - ვიდრე ომი არ დასრულდება და განაღმვითი სამუშაოები არ დაიწყება, ვერავინ ვერაფერს იტყვის

ხვალ და ზეგ რა იქნება, რამდენი ნაღმია ჩადებული და რას წამოიღებს, რა მოხდება, არავინ იცის - სანამ ომი არ დასრულდება და განაღმვითი სამუშაოები არ დაიწყება, ვერავინ ვერაფერს იტყვის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ნაღმის გამორიყვის ფაქტზე განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ასეთი მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, თუმცა „შეიძლება ხვალ და ზეგაც მოხდეს და ამას ვერავინ აკონტროლებს“.

„კითხვა იყო, საიდან მოდის წყალქვეშა ნაღმებიო. ერთი ფაქტი იყო საქართველოში. ბათუმში იყო, როდესაც ნაპირზე გამორიყა და აფეთქდა. როგორც ექსპერტები და სამხედროები ვარაუდობენ, შავმა ზღვამ წამოიღო იქიდან, სადაც არის ბრძოლის ეპიცენტრი, უკრაინის მხრიდან. რუსებიც ნაღმავდნენ და უკრაინელებიც, ამიტომ ვერ გეტყვით, სადაური ნაღმი იყო. რუსული იყო თუ უკრაინული, ვერავინ გვიდასტურებს. თურქეთშიც იყო ასეთი შემთხვევა, ბულგარეთშიც. ჩვენთან ერთი შემთხვევა იყო, თუმცა ფრთხილად ვიყავით. სახიფათოა, შეიძლება ხვალაც მოხდეს და ზეგაც. ვერავინ აკონტროლებს - ვერც ჩვენ, ვერც თურქეთი, ვერავინ. კონტროლი ფიზიკურად შეუძლებელია. ვვარაუდობთ, რომ იქიდან წამოვიდა, სადაც საომარი მოქმედებებია, აქამდე ასეთი რამ არასდროს დაფიქსირებულა“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, ბათუმში, ზღვაში აფეთქება გასული წლის თებერვალში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები ამოიღო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო