გიორგი ამილახვარი - ჩვენ გვინდა, პროფესიული კოლეჯების საუკეთესო მასწავლებლები დავაფინანსოთ და გავუშვათ საუკეთესო პრაქტიკის მქონე პროფესიული განათლების ქვეყნებში

ჩვენ გვინდა, პროფესიული კოლეჯების საუკეთესო მასწავლებლები დავაფინანსოთ და გავუშვათ საუკეთესო პრაქტიკის მქონე პროფესიული განათლების ქვეყნებში,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროფესიული მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ასევე შეიქმნება თანამედროვე ტრენინგ-მოდულები.

„მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებს. ამ კუთხით ორი მიმართულებით არის ველი გაჭრილი - ერთი ეს არის ადგილობრივი ქსელების შექმნა და ახალი, თანამედროვე ტრენინგ-მოდულების შექმნა და მეორე, ჩვენ გვინდა, ჩვენი საუკეთესო მასწავლებლები დავაფინანსოთ და გავუშვათ საუკეთესო პრაქტიკის მქონე პროფესიული განათლების ქვეყნებში, სადაც თავიანთი მიმართულებით შეისწავლიან იმ მეთოდიკას, იმ კურიკულუმს, რომლის მიხედვითაც ხდება იმ ქვეყნებში, მაგალითად შვეიცარიაში, გერმანიაში, მათი სექტორების მიხედვით პროფესიული განათლება და ჩამოვიტანთ ამ გამოცდილებას. შემდგომ, რა თქმა უნდა, მოხდება ამ გამოცდილების გაზიარება მათი კოლეგებისთვის“,- განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება