ზურაბ აზარაშვილი - იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულების გახსნა რუსთავში, ასევე დაიგეგმა თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა

იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო სტაციონარული დაწესებულების გახსნა რუსთავში, რომელიც გათვლილია 80 პაციენტზე, ასევე დაიგეგმა თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ დასახულ მიზნებს შორის, უპირველეს ყოვლისა, საქმიანობის დივერსიფიკაცია და გეოგრაფიული არეალის მაქსიმალურად გაფართოებაა, რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო სერვისს. იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო სტაციონარული დაწესებულების გახსნა რუსთავში, რომელიც გათვლილია 80 პაციენტზე, ასევე დაიგეგმა თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა", - განაცხადა აზარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს