გიორგი ამილახვარი - სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.

„სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია სკოლების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნულის ფარგლებში სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.

გარდა ამისა, გაგრძელდება ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ პროექტი. პროექტი წარმოადგენს განათლების სფეროში ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილ ყველაზე ამბიციურ აქტივობას ევროკავშირის სამეზობლოში”, - განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება