ვახტანგ გომელაური - გააქტიურებულები ვართ, რაც შეგვიძლია მაქსიმუმს ვაკეთებთ - მსოფლიო პრობლემაა იაფიანი ნარკოტიკი, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია და იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს

მსოფლიო პრობლემაა, არის იაფიანი ნარკოტიკი, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია და იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს, - ამის შესახებ შიმაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით შსს აქტიურად მუშაობს.

გომელაურის თქმით, მხოლოდ კანონის გამკაცრება პრობლემას ვერ აღმოფხვრის და საჭიროა ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში.

"(ნარკოდანაშაულზე) დაკავება სასამმაგებული და გაოთხმაგებულია. თუკი 2009 და 2010 წელს 71 ნარკომოვაჭრე იყო დაკავებული, დღეს 280-290 - ზე ვართ ასულები. გააქტიურებულები ვართ ამ მხრივ, რაც შეგვიძლია მაქსიმუმს ვაკეთებთ. ეს ნამდვილას არის მსოფლიო პრობლემა, არის იაფიანი ნარკოტიკი, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია და იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს.

შეიძლება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმაცია ახალგაზრდებში, უნივერსიტეტებში, დამამთავრებელ სკოლის მოსწავლეებში, თუმცა ამას ვაკეთებთ. ალბათ, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. მსოფლიო პრობლემაა იგივე ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღება. ჩამოსული იყო შს მინისტრი გერმანიის, ასევე, ესპანეთის, ეს იგივე და უარესი პრობლემაა იქაც. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ და გამოცდილებას ვიზიარებთ გერმანიის, ესპანეთის, თუმცა რომ ვთქვათ, რომ კონკრეტული გამოსავალი აქვთ ნაპოვნი და ამას თუ ჩვენც გავაკეთებთ, ყველაფერი დამთავრდება - ვერ დამთავრდება. მარტო კანონის გამკაცრებით, რომ ეს მოისპობა, პრაქტიკაში ეს ვერ მოხდება, თუ არ მივაშველეთ საზოგადოებრივი და საინფორმაციო კამპანია იქნება თუ ლექციების ჩატარება", - განაცხადა გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს