გიორგი ამილახვარი - 2024 წლიდან ახალგაზრდული პოლიტიკა განათლების სფეროს სისტემური ნაწილი გახდა, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წლიდან ახალგაზრდული პოლიტიკა განათლების სფეროს სისტემური ნაწილი გახდა, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.

ამის შესახებ ამილახვარმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის ფარგლებში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2023-2026 წლების სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. მათ შორის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების, იმპლემენტაციის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით.

„ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშემწყობი ხარისხიანი არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის პროგრამები, სტუდენტური ფესტივალები, საბანაკე, მოხალისეობრივი, საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისები, საგრანტო პროექტები. გაფართოვდება საერთაშორისო თანამშრომლობა ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო