ანა ნაცვლიშვილი ზურაბ აზარაშვილს - როდის შეხვდებით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და პერსონალს? - არასწორია მინისტრი მათ არ ესაუბრებოდეს

როდის შეხვდებით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და პერსონალს, - ამ კითხვით მიმართა "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ზურაბ აზარაშვილს.

როგორც ნაცვლიშვილმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ძალიან ცუდად გამოიყურება, როდესაც დარგის ხელმძღვანელს არ აქვს კომუნიკაცია და დიალოგი ამავე დარგის წარმომადგენლებთან.

„ძალიან ცუდად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ათასობით ადამიანი კომუნიკაციას ვერ იღებს თქვენი და თქვენი უწყების მხრიდან. ერთი მაგალითი არის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, მაგრამ ბევრი სხვა პრობლემაა დარგში. მე არ შევალ სამართლებრივ დეტალებში თუ რამდენად არასწორად გამოიყურება კანონთან დაკავშირებით პროცესი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით მიმდინარეობს. ძალიან ცუდად გამოიყურება, როდესაც დარგის ხელმძღვანელს არ აქვს კომუნიკაცია და დიალოგი ამ დარგის წარმომადგენლებთან. ამიტომ, მინდა გთხოვოთ შეხვდეთ ამ ადამიანებს.

როდის შევხდებით რესპუბლიკურ საავადმყოფოს ექიმებსა და პერსონალს? იმიტომ, რომ არასწორია მინისტრი მათ არ ესაუბრებოდეს, როდესაც ადამიანები უკიდურეს ზომას მიმართავენ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება