ირაკლი ჩიქოვანი უარყოფს ინფორმაციას, რომ ვიცე-პრემიერის პოსტზე ლევან დავითაშვილს ჩაანაცვლებს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი უარყოფს ინფორმაციას, რომ ვიცე-პრემიერის პოსტზე ლევან დავითაშვილს ჩაანაცვლებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ეს ინფორმაცია არის სპეკულაცია, რაც მედიაში გავრცელდა.

„არ გიდასტურებთ. ეს ინფორმაცია საიდან მოვიდა, კი ვიცი, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დაიწყო ამით სპეკულაცია და მერე სხვა მედიასაშუალებებიც აჰყვნენ, მაგრამ ეს ინფორმაცია თავიდანვე არ იყო სიმართლე. იმედი მაქვს, თავდაცვის მინისტრი ვიქნები და თავდაცვის ძალებს განვითარებაში დავეხმარები“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ჯარი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული იქნება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ჩვენ რეალურად მივიღეთ ტრანსფორმაცია, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების და ნებისმიერი გასამხედროებული უწყების, მათ აბსოლუტურად ჩამოსცილდათ პოლიტიკური კომპონენტი, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. გეტყვით იმასაც, რომ ჩემამდეც, ამ უწყებას ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკოსები, თუნდაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რაიმე ფორმით პოლიტიკური ელემენტი შეიტანა თავდაცვის ძალებში. მე დავრჩები ამ პრინციპის ერთგული. ჩემი გუნდის წევრიც დავრჩები ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც მექნება, როგორც თავდაცვის მინისტრს, სრულად იქნება პოლიტიკისგან დაცლილი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება