თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს - დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?

დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?, - ასე უპასუხა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის რეპლიკას: „ტაში ამხანაგებო, ტაში“.

თაკო ჩარკვიანი აღნიშნული რეპლიკით პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რიმა ბერაძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც თეა წულუკიანს ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებული ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენ იმთავითვე გამოეხმაურეთ მოსახლეობის თხოვნას და რამდენიმე დღეში ეს მუზეუმი მწყობრში ჩადგება. მოსახლეობის სახელით მინდა [მადლობა] გადაგიხადოთ, მინდა წარმატებები გისურვოთ იმ საქმეში, რომელსაც ჩვენს ხალხზე და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰქვია“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება