თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანზე - როდესაც 60 წლის ქალი დილით, შუადღეს, საღამოს უნებართვოდ ეფერები მიშა სააკაშვილს ღია ეთერში, მე რომ რიმა ბერაძემ ცოტა კომპლიმენტი მითხრას, ამაში რა არის ცუდი, არ ვიცი

როდესაც 60 წლის ქალი ისე, რომ შენთვის ნებართვა არავის მოუცია, დილით, შუადღეს, საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციონერ თამარ ჩარკვიანის მისამართით განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა უმრავლესობის დეპუტატ, რიმა ბერაძეს შექებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ნათქვამი ოპოზიციონერ თამარ ჩარკვიანს არ ესიამოვნა.

„ქალბატონ რიმას [ბერაძე] მადლობას ვეუბნები მადლობის თქმისთვის, მაგრამ ილიას მუზეუმი აღადგინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჩვენ მხოლოდ გარკვეული ფუნქცია გვქონდა. მადლობა, რომ ამას აღნიშნავთ, თუმცა ეს ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, რომელიც დარბაზიდან არის გაგდებული, არ მოეწონა და გამიკვირდა. როდესაც 60 წლის ქალი ისე, რომ შენთვის ნებართვა არავის მოუცია, დილით, შუადღეს, საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში, თქვენ [რიმა ბერაძემ] რომ მე ცოტა კომპლიმენტი მითხრათ, ამაში რა არის ცუდი ამის ფონზე, არ ვიცი, მაგრამ მადლობა, რომ ეს აღნიშნეთ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება