იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობის პერიოდში უკრაინა იტალიისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დარჩება

„დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობის პერიოდში უკრაინა იტალიისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დარჩება, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.

„უკრაინას შეუძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის ჩვენი ერთგულების, ასევე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ შემდგომი განვითარებისთვის ჩვენი იმედი ჰქონდეს. ჩვენი თავმჯდომარეობის ემბლემას ზეთისხილის ხე წარმოადგენს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მშვიდობის სიმბოლო“, - განაცხადა ტაიანიმ.

ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია მხოლოდ რეგიონული პრობლემა არ არის და იგი საერთაშორისო მშვიდობას უქმნის საფრთხეს.

„ჩვენ ასევე ყურადღებას აღდგენაზე გავამახვილებთ და უკრაინის აღდგენის კონფერენციის გამართვას ჩავუყრით საფუძველს, რომელსაც იტალია 2025 წელს უმასპინძლებს და 2023 წელს რომში ორგანიზებული უკრაინის აღდგენის კონფერენციის გაგრძელება იქნება“, - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, იტალიამ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა იაპონიისგან 1 იანვარს გადაიბარა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება