სხდომა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, არმაზ ახვლედიანსაც დაატოვებინეს

ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი კომიტეტების გაერთიანებული სხდომიდან, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, გააძევეს.

ხმაური კომიტეტის სხდომაზე "ბერლინალეს" ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.

კულტურის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დეპუტატ არმაზ ახვლედიანს ურჩია, რომ ადამიანებზე, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, ნუ ინერვიულებს. მან ასევე ახვლედიანს მიმართა, რომ განერვიულებულია, რადგან არჩევნებში ვერასდროს გაიმარჯვა.

პასუხად არმაზ ახვლედიანმა წულუკიანს განუცხადა, რომ თუ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ, "ვინ ვის აჯობებს ნახავენ" და ურჩია "ფრთხილად იყვნენ მოსახვევებში".

აღნიშნული რეპლიკის შემდეგ ახვლედიანს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, რომელიც სხდომას უძღვება, დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

"მოსახვევში ბანანს ფეხი არ დადგა და არ მოცურდე", - მიმართა ახვლედიანს წულუკიანმა, მაშინ , როცა ახვლედიანი დარბაზს ტოვებდა.

უფრო კოკრეტულად, არმაზ ახვლედიანსა და თეა წულუკიანს შორის სიტყვიერ დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ახვლედიანმა მინისტრობის კანდიდატი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თეა წულუკიანმა კულტურა საკუთარ მარწუხებში მოაქცია.

„ვისმენ თქვენი მხრიდან ამ დემაგოგიას“, - აღნიშნა ახვლედიანმა, რაზეც წულუკიანმა თქვა, რომ ახვლედიანი განერვიულებულია.

„ბატონო არმაზ, მესმის, რომ მუდმივად განერვიულებული ხართ. მესმის, რომ შეპყრობილი ხართ გარკვეული „დეფეტიზმით“. არ გჯერათ, რომ არჩევნებზე გაიმარჯვებთ და დაელოდეთ არჩევნებს, ვნახოთ ვინ დამარცხდება და ვინ არა, რატომ ნერვიულობთ? წინასწარ ნუ ნერვიულობთ. ასე ნერვიულობთ ყოველ საარჩევნო წელს და მერე ისევ რჩებით განერვიულებული. დაელოდეთ მშვიდად, ჩვენც ველოდებით არჩევნებს. ტყუილად ნერვიულობთ იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვისზეც ნერვიულობთ, მამუკა ხაზარაძის და კეზერაშვილის დაფინანსებით, 40 ადამიანი მიდის ბერლინალეზე, როგორც ალტერნატიული ქართული კინო. მისმენთ ბატონო არმაზ თუ არ გსიამოვნებთ?!“,-მიმართა წულუკიანმა ახვლედიანს.

თეა წულუკიანმა ოპოზიციონერი დეპუტატი გააკრიტიკა და მიმართა: „მესმის, რომ თქვენს ასაკში სულ არჩევნებში ხართ და ვერასდროს გაიმარჯვეთ, განერვიულებული იქნებით“.

ცნობისთვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია