დონალდ ტრამპი „რესპუბლიკელებს“ მოუწოდებს, რომ საზღვრის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც შეიცავს, მხარი არ დაუჭირონ

დონალდ ტრამპი "რესპუბლიკელებს" მოუწოდებს, რომ საზღვრის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც შეიცავს, არ მიიღონ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მხოლოდ სულელი ან რადიკალური მემარცხენე დემოკრატი თუ მისცემდა ხმას საზღვრის შესახებ ამ საშინელ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი დემოკრატებისთვის მშვენიერი საჩუქარია და რესპუბლიკური პარტიისთვის სიკვდილის სურვილია… ნუ იქნებით სულელები!!! ჩვენ ცალკე სასაზღვრო და ცალკე საიმიგრაციო კანონპროექტი გვჭირდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

4 თებერვალს, აშშ-ის სენატმა საზღვრის უსაფრთხოების შესახებ 118 მილიარდი დოლარის მოცულობის ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც შეიცავს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ სენატში წარდგენილ კანონპროექტს კენჭისყრაზე არ გაიტანს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი სენატში წარდგენილი კანონპროექტის რაც შეიძლება სწრაფად მიღება მოითხოვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის