ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ

რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საპასუხოდ თავისი გეგმები გადააფასოს იმასთან დაკავშირებით, თუ სად განათავსებს თავის ძალებს“, - განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთში დემოკრატია განადგურდა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც კი რუსეთის მხრიდან საფრთხე იარსებებს.

„იმ რამდენიმე რუსს, ვინც პროტესტის გამოხატვას ბედავს, ან ციხეში აგდებენ ან ომში აგზავნიან. არ არსებობს ოპოზიცია, არ არის პრესის თავისუფლება, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც მზარდი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის საწინააღმდეგო ძალის წარმოდგენის უფლება აქვს“, - აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს