ოლექსი დანილოვი F-16-ებზე  - უკრაინამ, შესაძლოა, დამატებითი „ბონუსები“ მიიღოს

უკრაინამ, შესაძლოა, დამატებითი „ბონუსები“ მიიღოს, დაველოდებით - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ამერიკული F-16 გამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინელი მფრინავების მომზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

"ვფიქრობ, რომ იქნება გარკვეული დამატებითი ბონუსები რაც შეეხება ამ კონკრეტულ მიმართულებას - თვითმფრინავის მიმართულებას. დაველოდებით", - განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, საბრძოლო თვითმფრინავებისთვის ინფრასტრუქტურის მომზადება გრძელდება და ამაში ქვეყანას პარტნიორები ეხმარებიან.

"ტექნოლოგია არ არის მარტივი, ის კომპლექსურია. გეგმა, რომელიც არსებობს, ესმის სამხედროებს, ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ის ახლა მუშაობს", - დასძინა დანილოვმა.

შეგახსენებთ, 2023 წლის დეკემბერში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას F-16-ის ტიპის 18 გამანადგურებელს გადასცემდა. გუშინ, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინას დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს