კოლუმბიამ და „ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ექვსი თვით გააგრძელეს

კოლუმბიამ და „ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ექვსი თვით გააგრძელეს, - ამის შესახებ განცხადებას ორივე მხარე ავრცელებს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ 2024 წლის 6 თებერვლის 00:00 საათიდან ორმხრივი, ეროვნული და დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 180 დღით გავაგრძელოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ მემარცხენე აჯანყებულ დაჯგუფებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები 2022 წელს განაახლა, როგორც „ტოტალური მშვიდობის“ პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც კოლუმბიაში მიმდინარე კონფლიქტი უნდა დაესრულებინა, რომელიც უკვე 60 წელია გრძელდება და 450 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

გუსტავო პეტროს მთავრობამ და „ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 2023 წლის აგვისტოში მიაღწიეს, რომელიც 6 თვეს გაგრძელდა და „ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია“ დათანხმდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას შეწყვეტდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება