„ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება იმერეთის, რაჭის, სამეგრელოს და სვანეთის სოფლების ნაწილს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან უკვე ჩავიდნენ სტიქიის ადგილებზე. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მაღალმთიანი სოფლებისკენ ჩამოწოლილი მეწყერების და დიდთოვლობის გამო გადაადგილება შეფერხებულია. იქ, სადაც მუშაობა შესაძლებელია, კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოხერხდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება