ხარკოვში, რუსების მიერ დაბომბილი სასტუმროს ნანგრევებიდან 2 თვის ჩვილის ცხედარი ამოიყვანეს, ბავშვის დაშავებული დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს

მაშველებმა ხარკოვის ოლქის ზოლოჩოვის დასახლებაში მდებარე სასტუმროს ნანგრევებიდან, რომელიც ღამით რუსებმა დაბომბეს, 2 თვის ბავშვის ცხედარი ამოასვენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

სინეგობუვის ინფორმაციით, სამი დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მორიგი ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამსართულიანი სასტუმროს ნანგრევებიდან მაშველებმა 2 თვის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს. სამი ქალი, რომელთა ასაკი 21, 28 და 39 წელია, მიღებული დაზიანებებითა და ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორისაა გარდაცვლილი ბავშვის დედაც“, - აცხადებს სინეგუბოვი.

მისი თქმით, რუსებმა დასახლებას S-300 ტიპის 2 რაკეტით დაარტყეს.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად სასტუმროს გვერდით მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რომელიც, მოგვიანებით, ჩააქრეს.

საერთო ჯამში, რუსების თავდასხმის შედეგად დაზიანდა 7 კერძო სახლი, 19 სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი (მაღაზიები, კაფეები), 2 ადმინისტრაციული შენობა და 5 ავტომობილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება