რუსთავში მოსწავლე-ახალგაზრდობის ძველი სასახლის ავთენტური არაფორმალური განათლების ცენტრი შენდება

რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის სრულიად ახალი შენობა აშენდება. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, ზურაბ ტაბაღუასთან და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მშენებლობის პროცესს, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

„რუსთავის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელზე მუშაობაც დავიწყეთ. პროცესში სრულიად ახალი და უსაფრთხო შენობის აშენების საჭიროება გამოიკვეთა. პროექტის დასრულების შემდეგ კი ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ, თუმცა ძველი შენობის ავთენტური იერსახის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს. პარალელურად, ჩვენ სახელოვნებო და არაფორმალური განათლების სფეროს რეფორმირებაზე აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს ახალი შენობა, ჩვენს პატარებზე და ახალგაზრდებზე მორგებული სერვისებით მაქსიმალურად დავტვირთოთ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ცნობითვე, რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის პროექტის პარალელურად, რომელიც ასევე აქტიურად მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს სრულიად განახლებულ ქუჩაზე, ახალი არაფორმალური განათლების ცენტრიც ექნებათ.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი