გიორგი გუგუჩია - ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას აღდგენითი სამუშაოები დაიწყება

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ზარალი მიაყენა. ქარმა გადახადა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები ეცნობიან.

„ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილების გაწმენდა წუხელვე მოხდა. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. წყალდიდობაა ანაკლიაში. მდინარე ენგურს შტორმის გამო ზღვა არ იღებს, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც კი ამინდი საშუალებას მოგვცემს, აღდგენითი სამუშაოების ჩატარება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია, სპეციალური კომისიები შეისწავლიან ზარალს“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგჩიამ.

სახელმწიფო რწმუნებულმა კომენტარი გააკეთა მესტიის მიმართულევბით გზის საკითხზეც, მისი განმარტებით, წუხელვე მოხდა ზვავის შედეგად, ცენტრალურ გზაზე ჩაკეტილი 19 მოქალაქისა და მანქანების ტერიტორიიდან გამოყვანა.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება