ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის წინასწარ პირობებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ახალი, ერთიანი, სპეციალური ინსტრუმენტის შექმნის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის აღდგენას, რეკონსტრუქციას და მოდერნიზაციას და მხარს უჭერს მის ევროკავშირში გაწევრიანებას.

ფონდის ჯამური ბიუჯეტი 50 მილიარდი ევრო იქნება, - ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინის მექანიზმი გააერთიანებს ქვეყნის მიმართ ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერას ერთ ინსტრუმენტად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის თანმიმდევრულ, პროგნოზირებად და მოქნილ მხარდაჭერას 2024-2027 წლებში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ევროკავშირი გადახდების მარტში დაწყებას გეგმავს.

„პოლიტიკური შეთანხმება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ევროპა თავისი სიტყვის ერთგულია. ჩვენ გავაგრძელებთ უაღრესად საჭირო დაფინანსებას ჩვენი მამაცი პარტნიორისა და წევრობის კანდიდატისთვის. ჩვენი მიზანია, გადახდები მარტში დავიწყოთ“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება