რიში სუნაკი - საბედნიეროდ, მეფე ჩარლზ III-ის სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს

საბედნიეროდ, მეფე ჩარლზ III-ის სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

როგორც რიში სუნაკმა აღნიშნა, მასთან კომუნიკაციას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

„ის ჩვენს ფიქრებსა და ლოცვებში იქნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ ოჯახს, მსგავსი რამ შეხებია და მათ იციან, თუ რას ნიშნავს ეს ყველასთვის“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბუკინგემის სასახლემ გუშინ საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ექიმების რჩევით მკურნალობის კურსის განმავლობაში საჯარო მოვალეობებს დროებით არ შეასრულებს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება