ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე" - ეს ადამიანები  ვერ მალავენ საკუთარ ბოროტ ზრახვებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ

როდესაც უკრაინული მხარის გარკვეული წარმომადგენლები, საუბარია პოლიტიკოსებზე ცდილობენ, რომ საქართველო რუსეთის სამიზნედ აქციონ, აბსოლუტურად ხელოვნურად, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობაზე.

კობახიძემ აღნიშნა, რომ როდესაც ამას მხარს უჭერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ე.წ. ექსპერტი, რომელიც ამავდროულად არის „სირცხვილიას“ აქტივისტი, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია.

„ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ ბოროტ ზრახვებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. მათ სურდათ მეორე ფრონტი, მძიმე სცენარების განვითარება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათი მორიგი გამოხატულებაა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება