დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერეს.

„საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით იხილეს რუსული ოკუპაციის შედეგები - უკანონო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები და ხელოვნური ბარიერები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოსული ყველა სტუმარი, ყველა პარტნიორი ესტუმროს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნოს თუ როგორია რუსული ოკუპაციის სასტიკი სახე და სად გადის ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზი. დღეს აქ ნანახი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაძლიერება, რათა საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია მოხდეს და რუსეთმა საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს პატივი სცეს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

უწყების ცნობითვე, კანონმდებლები საქართველოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით პირველად გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს