ნინო წილოსანი დავით სონღულაშვილს - ვინც შეიძლება გამოირჩეოდნენ ღირსების შემლახავი ეპითეტებით, ან შეურაცხმყოფელი გამოსვლებით, გთხოვდით, რომ დაატოვებინოთ დარბაზი

ვინც შეიძლება გამოირჩეოდნენ ღირსების შემლახავი ეპითეტებით, ან შეურაცხმყოფელი გამოსვლებით, გთხოვდით, რომ დაატოვებინოთ დარბაზი, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილს სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ვინც დაარღვევს სამუშაო წესრიგს, კომიტეტის სხდომას ბოლომდე ვერ დაესწრება.

„თავისთავად ცხადია, რომ ვინც დაარღვევს სამუშაო წესრიგს და ვერ ჩაჯდება სამუშაო გრაფიკში კომიტეტის სხდომის ნაწილში ვერ გამოგვყვება“,- აღნიშნა სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაიწყო. დეპუტატები დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში, 5 თებერვალს დაიწყო, 8 თებერვალს კი პროცესი გაწერილი გრაფიკის თანახმად, უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება