პროექტი „საქართველოში „ხელოვანის სტატუსის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივისთვის სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება“ ხორციელდება

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი/ YTA UNION, ნორვეგიის სამეფოს დაფინანსებული UNESCO-Aschberg-ის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „საქართველოში „ხელოვანის სტატუსის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივისთვის სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება“. ამის შესახებ ინფორმაციას ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი ავრცელებეს.

მათივე ცნობით, პროექტი დაფუძნებულია იუნესკოს 1980 წლის რეკომენდაციაზე ხელოვანთა სტატუსის დასაცავად და მოიცავს 8 მიმართულებას:

სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო, სამართლიანი ანაზღაურება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სოციალური და ეკონომიკური უფლებები, ციფრული გარემო, შეღავათიანი მკურნალობა, შემოქმედებითი თავისუფლება, თანასწორობა, ჩართულობა და მრავალფეროვნება და პასუხები კოვიდ 19-ის გამოწვევებზე.

„პროექტის მიზანია ხელოვანთა წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, ზემოხსენებულ მიმართულებების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული საკანონმდებლო პაკეტის მომზადება და საქართველოს პარლამენტისათვის განსახილველად შეთავაზება.

პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა ე.წ. სამაგიდო და საველე კვლევები:

კულტურის სფეროს საერთაშორისო ( ევროკავშირის და კორეის რესპუბლიკის) და ეროვნული კანონმდებლობების განხილვა. ჩაღრმავებული ინტერვიუები , ფოკუს ჯგუფი, დისკუსია სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, კვლევებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დარგის, როგორც სსიპ-ების წარმომადგენლებმა, ისე ფრილანსერებმა.

საველე კვლევები გაგრძელდება პროექტის მეორე ეტაპზეც.

პროექტი სულ 5 ეტაპისგან შედგება და დასრულდება 2024 წლის ნოემბრის ბოლოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს