ლაშა ხუციშვილი - მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ  შესაძლებელი გახადა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური ფისკალური კონსოლიდაცია - მთავრობის ვალი უკვე უსაფრთხო დონეს დაუბრუნდა

მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო სამ წელიწადში შესაძლებელი გახადა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური ფისკალური კონსოლიდაცია. 2020-2023 წლებში ბიუჯეტის დეფიციტი 9.3-დან მშპ-ის 2.5, ხოლო მთავრობის ვალი 60,2-დან 39,5 პროცენტამდე შემცირდა , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფისკალური კონსოლიდაცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას.

„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მთავრობის ვალი უკვე უსაფრთხო დონეს დაუბრუნდა. ვალის მართვის მხრივ ჩვენი პრიორიტეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ის ფარგლებში შენარჩუნება და პორტფელის დივერსიფიცირება. მოგეხსენებათ, ისტორიულად მთავრობის ვალის 80% საგარეო წყაროებიდან იყო მოზიდული უცხოურ ვალუტაში. ბოლო წლებში, ჩვენ ეს მაჩვენებელი 72 პროცენტამდე შევამცირეთ. ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ გავაგრძელებთ შიდა ვალის წილის ზრდას. გაგრძელდება შიდა ბაზარზე ბენჩმარკ ფასიანი ქაღალდების განვითარება, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენი მიზანია საერთაშორისო ინდექსებში ჩართვა, რაც აამაღლებს ჩვენი ბაზრის საერთაშორისო ცნობადობას და ხელს შეუწყობს არარეზიდენტი ინვესტორების მოზიდვას“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკური მდგრადობის ზრდის, საგარეო მოწყვლადობის შემცირების, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მმართველობის მაღალი ხარისხის ფონზე, მთავრობის მიზანია, შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია, რაც საშუალოვადიან პერიოდში შესაძლებელს გახდის საინვესტიციო რეიტინგის (BBB-/Baa3) მიღწევას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება