ჩოხატაურის მერის მოადგილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად 107 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად 107 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ჩოხატაურის მერის პირველმა მოადგილემ მაია კუტუბიძემ განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისი ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე სოფელთან შეაფერხა.

მისივე განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ადგილზე მობილიზებული არიან, ამასთან ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

“საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების, სოფელ ზემო სურების საჯარო სკოლისა და ბაღის სახურავები დაზიანდა.

დაბაში, გორაბერეჟოულის ტყე-პარკსა და სოფლებში წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფელ ჯვარცხმის სასაფლაოს ღობე. ამ წუთებში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულნი არიან ჩოხატაურის „სერვის ჯგუფის“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.

დაბასა და სოფლების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია.

მიმდინარეობს ზარალის დათვლა”, - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს