ოთარ შამუგია - სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა - ბოლო წლებში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

შესაძლებლობების გაზრდამ განაპირობა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბების ზრდა და ეფექტიანობის გაუმჯობესება. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 32 ათასზე მეტს შეადგენს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს როგორც ცხოველების უფასო ვაქცინაციას, ასევე მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს, რისთვისაც გამოყოფილია სათანადო დაფინანსება 2024 წლის ბიუჯეტით.

მისი თქმით, იზრდება ლაბორატორიული შესაძლებლობები და ინერგება კვლევის საერთაშორისო მეთოდები. 2024 წელს დაგეგმილია 40-ზე მეტი ახალი კვლევის მეთოდის დანერგვა, მათ შორის 19 მეთოდი დაინერგება თევზის დაავადებების მიმართულებით.

მინისტრობის კანდიდატმა მიწის რესურსების ინტეგრირებული მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, პირველად გახდება ხელმისაწვდომი საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ერთიანი ბალანსი.

„მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, გამოწვევად რჩება დაბალი პროდუქტიულობა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის ნაკლებობა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ა.შ., რომელთა დაძლევაზეც სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა შამუგიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება