ოთარ შამუგია - მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით

შემოღებულ იქნა ავტომობილის ემისიის ევრო 5 სტანდარტი, რომელიც მსუბუქი ავტომობილებისთვის და მიკროავტობუსებისთვის უკვე ძალაშია შესული. გაგრძელდება საწვავის ხარისხის კონტროლი. დავიწყეთ ავტომობილების გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი და მიმდინარე წელს ვზრდით ეკიპაჟების რაოდენობას. აგრეთვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტი , - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციისთვის დაწესდა ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, 51 აქტიური საწარმოდან 31-მა დაამონტაჟა სისტემა, რასაც თან უძღოდა ტექნიკური გადაიარაღება, ფილტრაციის სისტემების გამართვა. დარჩენილი საწარმოების უმეტესობა აქტიურად მუშაობს სისტემების დასანერგად და, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მათი დიდი ნაწილი დაასრულებს პროცესს.

მინისტრობის კანდიდატმა ტყის მართვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტყის ახალი კოდექსის შესაბამისად, ქვეყანა გადადის მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩამოყალიბებაზე. საქმიანი ეზოები მოეწყობა ყველა მუნიციპალიტეტში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

მნიშვნელოვნად იზრდება ტყის აღდგენის სამუშაოების მასშტაბები და მიმდინარე წელს დაახლოებით 1500 ჰა ფართობზე განხორციელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება