ოთარ შამუგია - გარემოსდაცვითი სტანდარტების შემოღებასთან ერთად,  ვაძლიერებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობებს

გარემოსდაცვითი სტანდარტების შემოღებასთან ერთად, ვაძლიერებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„გარემოსდაცვითი სტანდარტების შემოღებასთან ერთად, ვაძლიერებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობებს. ინსპექტირების ჯგუფები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით დრონები, ფოტოხაფანგები, სამკერდე ვიდეოკამერები, ვიდეო-რეგისტრატორები და სხვა. პრევენციის მიზნით, განხორციელდა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება. 2022-2023 წლებში მნიშვნელოვნად გამკაცრდა პასუხისმგებლობა უკანონო ტყითსარგებლობის, წიაღის უკანონო მოპოვების, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირებისთვის, ელექტროშოკის აპარატით თევზჭერისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მიღებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა (2022-2026 წწ) და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია (2016-2030 წწ), რომელიც განსაზღვრავს მომავალი წლების ძირითად პრიორიტეტებს.

„2022 წლიდან პირველად დაიწყო ქვეყანაში მგვ სისტემის დანერგვა, რომელიც არის ძირითადი ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების, გადამუშავებისა და ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის ხელშესაწყობად. მიმდინარე წელს ვგეგმავთ მივიღოთ ორი ახალი რეგლამენტი, რომელიც შეეხება ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენებს და „შეფუთვის ნარჩენებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება