ნინო წილოსანი ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს - „ლელოს“ თაღლითური სქემაა, ამომრჩეველს ჰპირდებიან 1000-ლარიან პენსიას - რა თეორიული შანსები არსებობს და თუ მოიპოვება ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში?

ფინანსთა მინისტრს მინდა ვკითხო, ასეთი „ქეისია”: „ლელოს“ თაღლითური სქემაა, რომ ამომრჩეველს ჰპირდებიან 1000 - ლარიან პენსიას, რაშიც თავადვე აღიარებენ, რომ ახლა კი არა, სადღაც 4-5 წლის თავზე ბიუჯეტი უნდა გავაორმაგოთო, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ლაშა ხუციშვილს.

ის დაინტერესდა, არსებობს თუ არა ამის თეორიული შანსი და მოიპოვება თუ არა მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა.

„რა თეორიული შანსები არსებობს ან სადმე მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა მოიპოვება თუ არა, რომ ბიუჯეტი 4 წელიწადში გაორმაგდეს. ზუსტად ვიცი, ეს თაღლითური სქემა, რომელსაც საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლად იყენებენ, ფაქტობრივად, აწყობილია იმაზე, რომ 4 წლის თავზე ბიუჯეტი არ ორმაგდება და მათი გამარჯვების შემთხვევაშიც, ვადა რომ ამოეწურებათ, მერეც კი არ იქნება 1000 - ლარიანი პენსია გაცემული. ცოტა უფრო დეტალურად რომ გვითხრათ ამ თაღლითური სქემის შესახებ“, - მიმართა ნინო წილოსანმა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება