მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის" საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობენ

მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, ახალი „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის" პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარნეულში, ფორუმის პირველ დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დელეგატებს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

„ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა იმირის გადაჭრილი გორა და წერაქვის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს, იმყოფებოდნენ მარნეულის სასურსათო ქარხანაში, გაეცნენ ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობას და მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ პოტენციალს. სპეციალურად მათთვის გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.

აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები 2023 წელს ოფიციალურად შეუერთდნენ ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას და მისი წევრები გახდნენ. სწორედ ამ თანამშრომლობის საფუძველზე აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის და ევროპის საფესტივალო ასოციაციის - ევროპის საფესტივალო ქალაქების ფარგლებში, შეიქმნა „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა", რომელიც ორი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ფორუმის ორგანიზატორი და მხარდამჭერია მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, კოორდინირებას კავკასიის საერთაშორისო კულტურული პროგრამების ბიურო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „იუნესკოს კათედრა" უწევს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება