თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში „თელავის გაზეთის“ პრეზენტაცია გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში „თელავის გაზეთის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი დაესწრნენ. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თელავის გაზეთი“, მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, წელს პირველად, მოსახლეობის ინიციატივითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამოიცა.

აღსანიშნავია, რომ გაზეთს საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1919 წლიდან, თელავის პირველ ბეჭდურ მედია საშუალებაში, ქალაქის ყველა სიახლე იწერებოდა.

„გაზეთის ყოველი ახალი ნომერი, რომელიც ყოველი თვის ბოლოს გამოიცემა, მოგვითხრობს თელავში მიმდინარე აქტიურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურაზე, კულტურასა და განათლებაზე, სპორტზე, ჯანდაცვასა და სხვა მრავალ სფეროში მიმდიანრე სიახლეზე. გაზეთი გათვლილია სხვადასხვა ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მკითხველისათვის.

მკითხველს გაზეთი შეუძლია მოიძიოს თელავის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში. ქალაქ თელავში კი გაზეთი პრესის ჯიხურებსა ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში იქნება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება