სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეში საპრეზიდენტო იმუნიტეტი ვერ დაიცავს და რიგით მოქალაქედ განიხილება

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეში საპრეზიდენტო იმუნიტეტი არ გააჩნია, რიგით მოქალაქედ განიხილება. ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგებოდა, ერთხმად მიიღო 57-გვერდიანი დასკვნა, რომელშიც 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შტურმის ასობით მონაწილეს ახსენებს, რომლებიც სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარნენ.

გადაწყვეტილების თანახმად, დონალდ ტრამპს იმ მოვლენებისთვის პასუხისმგებლობის ასარიდებლად საპრეზიდენტო იმუნიტეტი ვერ დაიცავს.

“სისხლის სამართლის ამ საქმის კონტექსტში ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი მოქალაქე ტრამპი გახდა, რომელსაც დაცვისთვის ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც სისხლისსამართლებრივ დარღვევისთვის ნებისმიერ სხვა ბრალდებულს”, - ნათქვამია სასამართლოს დასკვნაში.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტრამპს მართლაც გააჩნდა იმუნიტეტი პრეზიდენტობის პერიოდში, მაგრამ ის “აღარ იცავს მას ამ სისხლისსამართლებრივი დევნისგან”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება