ლაშა ხუციშვილი - „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი ვერ გადის

მგონი, ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის კითხვას, რომელმაც გააკრიტიკა „ლელოს“ ინიციატივა 1000 - ლარიან პენსიასთან დაკავშირებით და ფინანსთა მინისტრს მიმართა, „რა თეორიული შანსები არსებობს ან მოიპოვება თუ არა სადმე მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა, რომ ბიუჯეტი 4 წელიწადში გაორმაგდეს“.

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა გაორმაგდება.

„ფინანსთა მინისტრობა არ სჭირდება იმის შეფასებას, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტს და ვერც ეკონომიკას გააორმაგებ. მგონი, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ აღნიშნული ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი. თუ არ გულისხმობენ იმას, რომ ამავე დროს ინფლაცია 4 წლის გამავლობაში მუდმივად იქნება ორნიშნა მაჩვენებელი, ასეთ შემთხვევაში, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში ვერ გაორმაგდება, შესაბამისად, აქ ზედმეტია შეფასების გაკეთება“, - განაცხადა ხუციშვილმა ნინო წილოსანის კითხვაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება