„ჰამასი“ ომის სამუდამო შეწყვეტას, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებას, ღაზის სექტორის აღდგენასა და ბლოკადის დასრულებას მოითხოვს

„ჰამასი“ ომის სამუდამო შეწყვეტას, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებას, ღაზის სექტორის აღდგენასა და ბლოკადის დასრულებას მოითხოვს. ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადება პასუხად მოყვა გასულ კვირას მძევლების გასათავისუფლებლად პარიზში შემუშავებულ შეთანხმებას.

განცხადების თანახმად, „ჰამასი“ კვლავ ითხოვს ომის სამუდამოდ შეწყვეტას, ისრაელისა და ეგვიპტის მხრიდან ღაზის სექტორის ბლოკადის დასრულებას, სექტორის აღდგენას და პალესტინელი მძევლების გათავისუფლებას.

უფრო კონკრეტულად, განცხადების თანახმად, ჰამასმა “დადებითი განწყობით განიხილა შემოთავაზება” და ტერორისტული დაჯგუფება მოითხოვს “ყოვლისმომცველ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის დასრულებას, დახმარების, თავშესაფრისა და რეკონსტრუქციის გარანტიას, ღაზის სექტორის ბლოკადის მოხსნასა და ტყვეთა გაცვლის დასრულებას”.

მხარეებს შორის მედიატორის როლის შემსრულებელმა კატარმა „ჰამასის“ განცხადება შეაფასა, როგორც “დადებითი პასუხი”, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი შეისწავლის „ჰამასის“ პასუხს და ხვალ ვიზიტის ფარგლებში, პირადად განიხილავს მოვლენებს ისრაელის ხელმძღვანელობასთან.

როგორც მედია წერს, აღნიშნული პირობები ისრაელისთვის არ არის მისაღები, რომელიც ომის მოკლე პერიოდით შეწყვეტას ცდილობს მძევლების ეტაპობრივად გასათავისუფლებლად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება