აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17.6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ მიიღო "რესპუბლიკელების" მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17.6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი იძულებული გახდა კანონპროექტი კენჭისყრაზე გაეტანა პროცედურით, რომელიც მოითხოვს პალატის უმრავლესობის 2/3-ის - მათ შორის სულ მცირე 72 "დემოკრატის" - თანხმობას დამტკიცებისთვის. კანონპროექტმა ეს მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ჩავარდა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალიწინებს და „არაფერს აკეთებს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რათა მათ პუტინის აგრესიისგან თავი დაიცვან“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება