სამხრეთ ფილიპინებში მეწყერმა ორი ავტობუსი მოიყოლა

სამხრეთ ფილიპინებში მეწყერმა ორი ავტობუსი მოიყოლა, - ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ფილიპინების კატასტროფების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

AFP-ის ცნობით, ავტობუსებში სულ მცირე 28 ადამიანი იმყოფებოდა, 8 მათგანმა გაქცევა მოახერხა.

მეწყერი დავაო დე ოროს პროვინციაში, კუნძულ მინდანაოზე, ოქროს მაღაროსთან ახლოს ჩამოწვა.

მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 11 ადგილობრივი დაშავდა. ორმა მათგანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და დავაოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კატასტროფების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად გასულ კვირას სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!