კახა კალაძე - თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მარტიდან, მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს - მომლოდინეთა რიგი განულდება

თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მარტიდან, მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს და შესაბამისად, მომლოდინეთა რიგი განულდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, დღეისათვის, მომსახურებას 18 წლამდე ასაკის 1 850 ბავშვი და მოზარდი იღებს, მარტიდან კი, მათი რიცხვი 2 100 გახდება.

„თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მარტიდან, მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს და შესაბამისად, მომლოდინეთა რიგი განულდება.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, დღეისათვის, მომსახურებას 18 წლამდე ასაკის 1 850 ბავშვი და მოზარდი იღებს, მარტიდან კი, მათი რიცხვი 2 100 გახდება. პარალელურად, პროგრამის ბიუჯეტი 1 300 000 (1 მლნ 350 ათასი) ლარით გაიზრდება.

თბილისის მერიის ვაუჩერის ღირებულება ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 5 400 ლარია.

პროგრამის ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი თერაპიული სეანსები უფინანსდებათ. ინდივიდუალური განვითარების გეგმა პროგრამის მოსარგებლეზე მორგებულ სეანსებს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს, რაც პროგრამის მოსარგებლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება.

მერიის პროგრამას, მარტიდან სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებაც ემატება და სულ, პროგრამას 10 ცენტრი მოემსახურება.

თბილისის მერია, პროგრამის შეუფერხებლად განსახორციელებლად და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების და მოზარდების ოჯახებისთვის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ყველაფერს აკეთებს და მათ გვერდით დგას. თუკი 2015 წელს, აღნიშნული პროგრამის დაწყებისას, მისი ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო, დღეისათვის, ბიუჯეტი 22-ჯერ არის გაზრდილი“,- განაცხადა თბილისის მერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება