კიევში საჰაერო განგაშის გამო ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა

კიევში საჰაერო განგაშის გამო ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა. „დილას თავშესაფარში ვიწყებ, როცა კიევში საჰაერო განგაშის სიგნალები ისმის. ეს მამაცი უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობაა, მას შემდეგ რაც რუსეთმა თავისი უკანონო აგრესია დაიწყო“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.

დღეს დილით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რის შემდეგაც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი კიევში გუშინ ჩავიდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება