კახა კალაძე საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილებაზე - იაქტიურეთ, მოგვმართეთ და დაგეხმარებით, დავარეგისტრიროთ ტრანსპორტის სანომრე ნიშნები, რომ ავტობუსის ზოლების გამოყენება შეძლოთ

1-ელი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც, საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილებაა დასაშვები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები სკოლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შემუშავდა.

კახა კალაძის განცხადებით, მითითებული წესის გამოყენება შეეძლებათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების წარმომადგენლებს.

„აღნიშნული წესის შესაბამისად, კერძო თუ საჯარო სკოლას შეუძლია, მიმართოს მუნიციპალიტეტს, მიაწოდოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მათი რაოდენობისა და მიმართულებების შესახებ, შეათანხმოს სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალი. ამის შემდეგ, მათ შეეძლებათ, უზრუნველყონ სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არ დავიწყებ ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატარების უსაფრთხოება, მათი გადაადგილება, რათა დილისა და საღამოს საათებში საცობებში არ იდგნენ. იაქტიურეთ, მოგვმართეთ და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით, რომ იმ სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნები შევითანხმოთ, რომლითაც პატარები გადაადგილდებიან, დავარეგისტრიროთ და ავტობუსის ზოლების გამოყენება შეძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება