იმერეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ მეწყერში მამა და მისი 3 შვილია მოყოლილი

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ადასტურებს, რომ სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასის ქვეშ არასრულწლოვანი ბავშვებიც არიან მოყოლილი. ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კერძოდ, მან განმარტა, რომ მიწის მასის ქვეშ მოყოლილთა შორის არის მამა და მისი სამი შვილი.

გარდა ამისა, აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში დილიდანვე მუშაობდნენ გეოლოგები. მისივე თქმით, ექსპერტები განმარტავენ, რომ ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა და წარმოუდგენელი იყოს რაიმეს პროგნოზირება.

„დილიდანვე მუშაობენ აქ გეოლოგები. აცხადებენ, რომ წარმოუდგენელი იყოს რაიმეს პროგნოზირება ამ ტერიტორიაზე. ეს იყო ნამდვილად უბედური შემთხვევა, გამოწვეული იმ ძალიან დიდი ნალექით, რომელიც ამ 2 დღეში მოვიდა იმერეთში, განსაკუთრებით ბაღდათში. ბაღდათი და ვანია ის ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე მეტი ნალექი მოვიდა, ამან გამოიწვია სტიქიური მოვლენები, რომელიც გუშინ განვითარდა“,- აღნიშნა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ადგილზე კვლავ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

„ძალიან დიდი მასაა, რამდენიმე მილიონი კუბური მეტრია ჩამოსული. 200 მეტრის სიგრძეზეა გზა გადაკეტილი“,- აღნიშნა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ამასთან, მიმდინარეობს 5 პირის ძებნა-შველის სამუშაოები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს