ირაკლი ხმალაძე - „ელიავას“ ბაზრობის არეალთან დაკავშირებით ქალაქის გენერალურ გეგმაში გარკვეული ცვლილებები უკვე შევიტანეთ

ჩვენ გარკვეული ცვლილებები „ელიავას“ ბაზრობის არეალთან დაკავშირებით ქალაქის გენერალურ გეგმაში უკვე შევიტანეთ, გზათა ქსელი უკვე დატანილია და ახალი გზათა ქსელის შესაბამისად უკვე ყველას აქვს შესაძლებლობა თავიანთი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) დაამუშაონ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხმალაძის თქმით, ის „ელიავას“ ბაზრობის მესაკუთრეებთან აქტიურად მართავს შეხვედრებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უახლოს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღონ.

„ელიავას“ ბაზრობასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს. მე ინტენსიურად შეხვედრებს მესაკუთრეებთან ვმართავ, კერძოდ, ერთ-ერთ მსხვილ მესაკუთრესთან. ისინი უკვე გარკვეულ გეგმარებაზე მუშაობენ, ჩვენ აქამდე თუ გვქონდა ცოტა გარკვეული შეუთანხმებლობის პრობლემები, დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ეს პრობლემა აღარ გვაქვს. ჩვენ გარკვეული ცვლილებები „ელიავას“ ბაზრობის არეალთან დაკავშირებით ქალაქის გენერალურ გეგმაში უკვე შევიტანეთ, გზათა ქსელი უკვე დატანილია და ახალი გზათა ქსელის შესაბამისად უკვე ყველას აქვს შესაძლებლობა თავიანთი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) დაამუშაონ და ერთ-ერთი მსხვილი არეალის გეგმარებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. მე ამ დღეებში მაქვს შეხვედრები, თუმცა დეტალურ ინფორმაციას ახლა არ და ვერ გაგიმხელთ. როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება შეთანხმების ფორმატში რაიმე აქტის ოფიციალური სახით დადგენა/დამტკიცების ეტაპზე, მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ უახლოს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება