თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტთან კომუნიკაციაში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაა

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმართებით ყველა, საჯარო თუ არასაჯარო კომუნიკაციაში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაა, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ისტორიული უსამართლობა და ამის დასრულების კონსტიტუციური ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესში უნდა გამოიყენოს, - ამ ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ფორმალური გაერთიანება აუცილებელი არაა და მნიშვნელოვანია „საერთო ოპოზიციური ძალისხმევა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად“.

„არ არის აუცილებელი ფორმალური და ხელოვნური გაერთიანება ერთი ბლოკის ქვეშ ან კოალიციაში. მნიშვნელოვანია საერთო ოპოზიციური ძალისხმევა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად. ეს გვესმის ყველას და ამაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც ძალიან ღიად ისაუბრა - ვფიქრობ, ყველაზე ღიად და მკაფიოდ მის ყველა სხვა გამოსვლასთან შედარებით, როდესაც მან თქვა, რომ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს ევროპული და სავარაუდოდ, კოალიციური მმართველობის მოდელით და ამას მოელის ევროკავშირი. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი განაცხადია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ყველამ უნდა იფიქროს არა პარტიულ შედეგზე, არამედ ქვეყნის ევროპულ მომავალზე.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ინიციატივას შევუერთდებით, რადგან ჩვენთვის უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება და მიგვაჩნია, რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური კონსოლიდაცია და კონსოლიდაცია საზოგადოებაში. ჩვენთვის ეს არჩევნები არის არჩევნები, სადაც ყველამ უნდა იფიქროს არა პარტიულ შედეგზე და ამოცანებზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ჩვენც ამოვდივართ არა პარტიული გათვლებით, არამედ ორიენტირებული ვართ ჩვენი ქვეყნის დიდ ეროვნულ, ევროპულ მიზნებზე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მოწვევა ჯერ არ მიუღიათ, თუმცა “სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ექნებათ შესაძლებლობა, მეტი კონკრეტიკა მიიღონ პრეზიდენტის ინიციატივაზე”.

„ველით, რომ მისგან მოვისმენთ მეტ კონკრეტიკას და დეტალებს იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში მოვისმინეთ და მზაობას გამოვთქვამთ, რომ შევუერთდეთ, თუმცა დამატებითი დეტალების გაგება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია