რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ორმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ფრენა ალასკას მახლობლად განახორციელა

ორმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ფრენა ალასკას მახლობლად განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა „ტუ-95“-მა აშშ-ის შტატის, ალასკას მახლობლად მდებარე წყლების თავზე გადაიფრინა.

„ფრენა საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით განხორციელდა“, - განაცხადა რუსეთის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა, სერგეი კობილაშმა.

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ განაცხადა, რომ მათ ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირეს.

„რუსული თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დარჩა და აშშ-ის ან კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეში არ შესულა“, - ნათქვამია ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება