ხატია დეკანოიძე - ჩემთვის სულ ერთია, ვინ წაიყვანს სხდომას - თუ „ნაცმოძრაობა” დამოუკიდებელ დეპუტატებს, ან ყოფილ სპიკერებს დაუთმობდა, ეს მათ უფრო კარგად წარმოაჩენდა თუნდაც, მომავალი კოალიციის კონფიგურაციაში

ჩემთვის სულ ერთია, ვინ წაიყვანს სხდომას - თუ „ნაცმოძრაობა” დამოუკიდებელ დეპუტატებს, ან ყოფილ სპიკერებს დაუთმობდა, ეს მათ უფრო კარგად წარმოაჩენდა თუნდაც, მომავალი კოალიციის კონფიგურაციაში,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ჩემთვის სულ ერთია ვინ წაიყვანს სხდომას. მე პირადად, ამ მიმართულებით, არანაირი დაინტერესება არ მაქვს. თუმცა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი პარტია, ფრაქცია, დათმობებს გამოიჩენს და სხდომის წაყვანას დაუთმობდა ვთქვათ, დამოუკიდებელ დეპუტატებს ან ყოფილ სპიკერებს, ეს შეიძლება მათ უფრო კარგად წარმოაჩენდა თუნდაც, მომავალი კოალიციის კონფიგურაციაში. მე ასე ვფიქრობ. თუმცა, ჩემთვის სულ ერთია ვინ წაიყვანს სხდომას. მე ჩემს კითხვებს დავსვამ”, - განაცხადა დეკანოიძემ.

მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას არ ესწრებიან „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება