მიხეილ სააკაშვილი - „გამარჯვების კოალიცია“ არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს - არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას

„გამარჯვების კოალიცია“ არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს - არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მისი პატიმრობა საქართველოს ხელისუფლების მსოფლიო მასშტაბის სირცხვილია და მისი გათავისუფლება არა პარტიული, არამედ სამართლიანობის და ეროვნული ღირსების საკითხია.

„გუშინ ეკა ბესელიამ „ფორმულაზე" გამოსვლაში თქვა, რომ დაარწმუნებს გახარიას მიიღოს მონაწილეობა საერთო ფორმატში და „დაზღვევის მექანიზმებს" შესთავაზებს მას. რა დაზღვევაზეა ლაპარაკი, რომ ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა არ დასრულდება? ადამიანის ბედითა და ასობით ათასი ადამიანის შეხედულებებით ვაჭრობაა პოლიტიკური პროცესი?

„გამარჯვების კოალიცია" არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს და არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას.

ჩემი პატიმრობა არის საქართველოს ხელისუფლების დიდი, მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი. ტყვეობიდან გათავისუფლება არაა პარტიული თემა - ეს არის სამართლიანობის და ეროვნული ღირსების საკითხი“, - წერს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს