თურქეთის პოლიციამ სტამბოლში სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 40 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 40 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი ერლიკაია ავრცელებს.

ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ თავდამსხმელები „რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრები არიან, ულტრამემარცხენე დაჯგუფების, რომელსაც თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი ივნისიდან 2024 წლის 6 თებერვლამდე თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ 335 ოპერაცია ჩაატარეს, რის შემდეგაც 269 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, გუშინ, სტამბოლში, ჩაგლაინის სასამართლოსთან ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა. მოგვიანებით, ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს